შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თენგიზ კალანდაძე თუ ბონდო ღლონტი? - ორხელისუფლებიანობა ოზურგეთის რაგბში

სპორტი
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 თებერვალი 2020

ოზურგეთის რაგბში ორხელისუფლებიანობაა - ოზურგეთის მერიიის გადაწყვეტილებით, რომელსაც ჯერ ოფიციალური სახე არ მიუღია, სარაგბო კლუბ "არწივების", ანუ ა(ა)იპ "ოზურგეთის რაგბის კავშირის" ხელმძღვანელად, ოზურგეთის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ბონდო ღლონტის კანდიდატურა შეირჩა, თუმცა მის დანიშვნას ის ფაქტი აფერხებს, რომ მოქმედი ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე, თანამდებობიდან წასვლაზე უარს აცხადებს და განცხადებას არ წერს.

როგორც ოზურგეთის მერიაში გვეუბნებიან, ბონდო ღლონტის კანდიდატურა ამ თანამდებობაზე მას შემდეგ შეირჩა, რაც ოზურგეთის სარაგბო კლუბის უმრავლესობა ხელმძღვანელობას დაუპირისპირდა და თენგიზ კალანდაძისა და ზვიად უნგიაძის გუნდიდან ჩამოშორება მოითხოვა.

აღნიშნულ პირებს დაპირისპირებული მხარე კორუფციაში და განსხვავებულად მოაზროვნე მორაგბეებისა და მწვრთნელთა შტაბის დევნაში ადანაშაულებს.

დაპირისპირებულების მტკიცებით, ზვიად უნგიაძემ და თენგიზ კალანდაძემ უკანონოდ დაითხოვა ადგილობრივები კლუბიდან, ასევე მწვრთნელები, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრები მაჩიტიძე და უჩავა და ამ თანამდებობებზე მისი ოჯახის წევრები დანიშნა, კლუბი კი მეგობრებით შეავსო.

ამ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს კალანდაძის მხარე და მიიჩნევს, რომ მათი საქმიანობა ოზურგეთის რაგბში წარმატებულია, რის გამოც კლუბმა ახალ სიმაღლეებს მიაღწია.

ჯერჯერობით არცერთი მხარე უკან დახევას არ აპირებს და თუ ეს სიტუაცია მიმდინარე თვის, თებერვლის ბოლომდე გაგრძელდა, შესაძლოა გასული წლის მიწურულს, ამავე მიზეზების გამო დისკვალიფიკაციას ძლივს გადარჩენილი სარაგბო კლუბი "არწივები" (რომლებიც დღეისათვის საქართველოს პირველობის პირველ ლიგაში ასპარეზობენ), კვლავ იგივე საფრთხის წინაშე დარჩეს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია