შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 თებერვალი 2020

თელავში, ,,ბიბლუსი გალერეაში” წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.

მწერლები ლაშა ბუღაძე და ნესტან (ნენე) კვინიკაძე მკითხველებს შეხვდნენ და ლიტერატურაზე ისაუბრეს.

შეხვედრის ფარგლებში ლაშა ბუღაძემ თავისი წიგნების ,,ბოლო ზარი” და ,,პატარა ქვეყანა” პრეზენტაცია გამართა და მის შესახებ ისაუბრა.

მან ასევე წიგნის კითხვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

ღონისძიება ,,ევროპა – საქართველოს ტრადიციული არჩევანი’’ პროექტის ფარგლებში, ფონდი ღია საზოგადოება–საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

საქართველოში 5 თებერვალს, უკვე მეხუთედ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელში მონაწილეობასაც ქართველი ავტორები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვადასხვა ორგანიზაციები მიიღებენ.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია