შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფოფხაძე ჯანდაცვის მინისტრს: თუ დაწერთ განცხადებას და გადადგებით მე მადლობას გადაგიხდით

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 თებერვალი 2020
> ფოფხაძე ჯანდაცვის მინისტრს: თუ დაწერთ განცხადებას და გადადგებით მე მადლობას გადაგიხდით მთავარი → სიახლე, პოლიტიკა 05.02.2020 დღეს, ხუთ თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გააკრიტიკა. „ვფიქრობდი მადლობა რისთვის გადამეხადა თქვენთვის, ჯერ ალბათ ვერაფრისთვის ვერ გადაგიხდით, მაგრამ თუ დაწერთ განცხადებას და გადადგებით დაკავებული თანამდებობიდან, მე მადლობას გადაგიხდით, - ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა გედევან ფოფხაძემ ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში მოხსენებით წარსდგა.ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.ფოფხაძემ მინისტრის გამოსვლა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის რეალობისგან შორს იყო.„ვერ გავიზიარებ ჩემი იმ კოლეგების პათოსს და განწყობებს, რომლებიც პოზიტიურ ტალღაზე იყო გაჟღერებული, ნამდვილად არ ვეთანხმები. მიმაჩნია, რომ თქვენი მოხსენება ძალიან შორს იყო რეალობისგან და დიდი იმედი მაქვს, რომ კითხვების ნაწილში მაინც ცოტა დაუბრუნდებით რეალობას, რა ხდება ქვეყანაში, რა გაჭირვებაა მოსახლეობაში, ჯანდაცვის სფეროში, რა კატასტროფული მდგომარეობაა დასაქმების სფეროში და ერთხელ და სამუდამოდ, შევთანხმდეთ იმაზე, რომ ვიდეოკამერები კი არ უნდა ვუყიდოთ სოციალურ მუშაკებს, არამდე რეალურად უნდა ვიზრუნოთ, რომ ამდენი გაჭირვებული ადამიანი არ გვყავდეს და პოლიტიკა ამ თვალსაზრისით თქვენს მოხსენებაში შემოთავაზებული არ იყო.რუსთაველზე ვცხოვრობ და ვიდრე პარლამენტამდე მოვედი 10 ადამიანი შემხვდა ხელგამოწვდილი, რომელიც მოწყალებას ითხოვდა და ყველასთვის ფული არ მეყო“, - აღნიშა ფოფხაძემ.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია