შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხელი მოსწავლე ბულინგის საქმეში დაზარალებულად ცნეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 თებერვალი 2020
> ახალციხელი მოსწავლე ბულინგის საქმეში დაზარალებულად ცნეს მთავარი → სიახლე, სამართალი 05.02.2020 ახალციხის ერთ-ერთ სკოლაში 12 წლის ბიჭზე თანაკლასელებისა და მასწავლებლის მხრიდან შესაძლო ბულინგის საქმეზე, პროკურატურამ მოსწავლე დაზარალებულად ცნო. შსს–მ კი მუხლი უფრო მძიმე მუხლით დააკვალიფიცირა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი, რეზო რევაზიშვილი 12 წლის ბიჭისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და ძალადობის მუხლის გადაკვალიფიცირებას ბოლო 10 თვის განმავლობაში ითხოვდა.მოსწავლის ოჯახი აცხადებს, რომ რამდენიმე თვეა პროკურატურას ხელთ აქვს ექსპერტიზის პასუხი, რომელიც ბავშვს ჩაუტარდა, თუმცა ოჯახის წევრებს და ადვოკატს არ აჩვენებდნენ, რადგან დაზარალებულის სტატუსი არ ჰქონდა.საიას ადვოკატის თქმით, დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შემდეგ, მათ უფლება ექნებათ, საქმის მასალებში ჩაიხედონ და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გამოგზავნილი პასუხიც ნახონ.„ახლა გამომძიებელი მოახდენს იმ პირების იდენტიფიცირებას რომლებმაც ბიჭი დააზარალეს“,-ამბობს რევაზიშვილი.შსს–მ მუხლი გადააკვალიფიცირა და ძალადობის ნაცვლად გამოძიება სსკ-ს 144 მუხლის, მეორე ნაწილის ზ-ქვეპუნქტით გაგრძელდა, რაც არასრულწლოვნის მიმართ დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს. ბიჭის ბებია ამბობს, რომ მისი შვილიშვილის ბულინგის მიზეზი ის გახდა, რომ მოზარდმა სკოლაში მომხდარი ჩხუბის დროს პოლიციაში დარეკა. 12 წლის ბიჭზე ზეწოლა ორ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, რის შედეგადაც მას ფსიქიკური პრობლემები დაეწყო.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია