გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბესო ქათამაძეს 87 ჯარისკაცთან ერთად პატიმრობა ემუქრება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 თებერვალი 2020

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ბრიგადის ყოფილ ჯარისკაცს, 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის მონაწილეს, ამავდროულად ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატსა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრს, ბესო ქათამაძეს, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადების გამო  87 ჯარისკაცთან ერთად ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამის შესახებ ინფორმაციას დეპუტატი თავად ავრცელებს.

წინასაარჩევნო პერიოდში, 2018 წელს ყოფილი სამხედროები წერდნენ და აცხადებდნენ, რომ ანწუხელიძის სამშობლოში მოღალატეს მთავარსარდლად არ აირჩევენ და ყველა სამხედროს ვინც ამ მოსაზრებას იზიარებს, მოუწოდებდნენ, რომ თავისი პოზიცია ღიად დააფიქსირონ.

ბესო ქათამაძემ, თანამებრძოლებთან ერთად განცხადება ოზურგეთში, საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავზე გააკეთა.

მიუხედავად იმისა, რომ გაკეთებულ განცხადებაში არავითარი მუქარა არ იყო და იყო მხოლოდ მოწოდება, ზურაბიშვილისათვის ხმის არ მიცემაზე, ქათამაძე იმ ყოფილ სამხედროთა ჩამონათვალში მაინც მოხდა, რომლებიც თითქოსდა კანდიდატს ემუქრებოდნენ.

"მე როგორც ჩემი სამშობლოს ერთ-ერთი რიგითი დამცველი, ღვთისა და ერის წინაშე პირობას ვდებ, არასდროს შევეგუები ჩემი სამშობლოს ოკუპაციას. არასდროს დავუჭერ მხარს ჩემი სამშობლოს მტრებს, არასდროს დავუჭერ მხარს საქართველოს მოღალატე სალომე ზურაბიშვილს!"- აცხადებდნენ სამხედროები საჯარო გამოსვლებში.

ქმედებას მოყვა ზურაბიშვილის მოწოდებაც, სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ მუქარის ავტორები იდენტიფიცირებულები არიან, ისინი ყოფილი სამხედროებია და პრეზიდენტობის კანდიდატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს  დახმარებისთვის და რეაგირებისკენ მოუწოდა.

როგორც ცნობილი ხდება შსს მ სალომე ზურაბიშვილის 2018 წლის მოწოდებაზე რეაგირება 2020 წელს დაიწყო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია