გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“მოსამართლეთა შერჩევის პროცესმა სათანადო გამჭვირვალობა ვერ უზრუნველყო” – ევროკავშირის კრიტიკული ანგარიში

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 თებერვალი 2020

2020 წლის 7 თებერვალს ევროკავშირმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, რომელიც ასახავს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს სხვადასხვა სფეროებში.

ანგარიშში საუბარია საქართველოს მთავრობის მიერ სასამართლო სისტემის რეფორმირების მცდელობაზე, კერძოდ ახალი მოსამართლეების დანიშვნასა და რეფორმის მეოთზე ტალღის ჩამოყალიბებაზე.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეფორმებში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მხოლოდ ნაწილობრივაა გათვალისწინებული.

განსაკუთრებით გაკრიტიკებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა წარდგენის პროცესი. საუბარია იმ ხარვეზებზე, რაც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/OIDHR) გამოავლინა.

შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს, მიუხედავად გამოვლენილი ხარვეზებისა, პარლამენტმა უვადოდ დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 14 კანდიდატი.

"საქართველოს მზაობა, დაიცვას ეთიკისა და მიუკერძოებლობის უმაღლესი სტანდარტები მართლმსაჯულების სისტემაში, კვლავ გადამწყვეტია იმისთვის, რომ მართლმსაჯულება სარგებლობდეს ნდობით, ევროკავშირ-საქართველოს დღის წესრიგის წარმატებითვის. შემდგომში არსებითია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იყოს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია, პროცესი გამჭვირვალედ განხორციელდეს და კანდიდატთა წარდგენა ჭეშმარიტი დამსახურების შესაბამისად წარიმართოს” - ვკითხულობთ დოკუმენტში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია