გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პოლიტიკური ვითარება პოლარიზებულია - ევროპარლამენტი საქართველოზე ანგარიშს ამზადებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 თებერვალი 2020

ევროპარლამენტი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ ანგარიშს ამზადებს. დოკუმენტის ავტორი სვენ მიქსერი ადგილზე ვითარების გასაცნობად თბილისში ვიზიტს და ყველა პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენელთან შეხვედრას გეგმავს.

ევროდეპუტატი და თანამომხსენებელი საქართველოს საკითხებში "ფორმულასთან" საუბარში აცხადებს, რომ მოახლოებული არჩევნები საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია და ის დასავლეთში და ქვეყნის შიგნითაც ლეგიტიმურად უნდა იყოს აღქმული.

"საქართველოში პოლიტიკური ვითარება დინამიური და პოლარიზებულია. ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ საქართველო სტაბილური დემოკრატი იყოს. შიდა პოლიტიკურ კამათში არავის მხარეს ვდგებით, მაგრამ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებას, იქნება ეს ევროკავშირთან უფრო დაახლოება, თუ ევროსტრუქტურებში გაწევრიანება. პოლიტიკურ სტაბილურობას ამ მიზნების მისაღწევად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩემს ქართველ კოლეგებს მოვუწოდე იმუშაონ კონსტრუქციულად, კომპრომისის მისაღწევად იმისთვის, რომ მოახლოებული არჩევნები ლეგიტიმურად იყოს აღქმული. ამჟამად ვმუშაობ მოხსენებაზე და იმედი მაქვს, რომ ევროპარლამენტი მას ზაფხულამდე მიიღებს. ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას. ვხდები პარლამენტარებს, მთავრობის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს", - განაცხადა მიქსერმა.

წყარო: ფორმულანიუსი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია