შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თალაკვაძე: საარჩევნო სისტემის შეთანხმებამდე ოპოზიციას ვადა თებერვლის ბოლომდე აქვს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 თებერვალი 2020

ოპოზიცია „ქართულ ოცნებას" საარჩევნო სისტემის ახალ ვარიანტს შესთავაზებს. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა. საუბარია გერმანული მოდელის მოდიფიცირებულ ვარიანტზე, რომელშიც მაჟორიტარების რაოდენობა შემცირებული იქნება. ამით ოპოზიცია პარლამენტში პოლიტიკური კრიზისების შექმნის რისკების შემცირებას აპირებს, ამავდროულად, მაქსიმალურად დაცული იქნება პროპორციულობის პრინციპი.

ოპოზიციის წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ, თუ რა ვარიანტებზეა საუბარი. „ევროპული საქართველოს“ წევრის, ლევან თარხნიშვილის თქმით, ვარიანტები საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება მას შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტიები საბოლოოდ შეთანხმდებიან. მისივე თქმით, ოპოზიციისთვის მიუღებელია ის სისტემა, რომელიც ხელისუფლებამ ოპოზიციას შესთავაზა.

„ჩვენ, გარკვეულწილად, ოპოზიციის შიგნით გვაქვს მოლაპარაკებები ვმუშაობთ ახალ შუალედურ ვარიანტებზე, რომელიც, თუ შევთანხმდებით, უახლოეს მომავალში გაჟღერდება. ჩვენთვის 100/50-ზე მიუღებელია და ამის შესახებ იქვე შეხვედრაზე ითქვა“, - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

საკანონმდებლო ორგანოს თავჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველმა პარტიამ ოპოზიციას საკმაოდ კომპრომისული ვარიანტი შესთავაზა, მისივე თქმით, საარჩევნო სისტემის შეთანხმებამდე ოპოზიციას ვადა თებერვლის ბოლომდე აქვს, მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებები არჩევნებამდე ვერ მოესწრება.

„თებერვლის ბოლოს თუ შეთანხმება არ შედგა, პარლამენტი უკვე ვეღარ მოასწრებს ცვლილებების განხორციელებას კონსტიტუციაში, შესაბამისად, თებერვლის ბოლომდე მნიშვნელოვანია, რომ ვნახოთ ოპოზიციის პრაგმატული პასუხი ამ შეთავაზებაზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ფორმულას“ ინფორმაციით, შეხვედრების მეხუთე რაუნდი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 11 თებერვალს გაიმართება, მხარეების პოზიციებს შეერთებული შტატების ახალი ელჩი განიხილავს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია