საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ულტიმატუმს ოპოზიცია პასუხობს და აცხადებს, რომ ისინი მხოლოდ ე.წ. გერმანულ მოდელს დათანხმდებიან, რომელიც მათივე თქმით, სრულად კონსტიტუციურია.
"თუ მათ სურდათ ჩვენ გადავსულიყავით ნორმალურ, წინასაარჩევნო რეჟიმზე, მათ ამის საშუალება ჰქონდათ, როცა ოპოზიციამ ხელისუფლებას ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელი შესთავაზა. თუმცა მათ ეს პერიოდი მაქსიმალურად გაწელეს. შემდეგ შემოიტანეს100/50-ზე, რომელიც პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება დღეს მოქმედი სისტემისგან. ახლა კი სურთ ისე წარუდგინონ სურთი საზოგადოებას, რომ ბურთი ჩვენს მოედანზეა. არა ბატონებო, ბურთი მათ მოედანზეა. ხელსიუფლების ინტერესში უნდა ყოფილიყო, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი დაძლეულიყო. მაგრამ მათ ფეოდალების მეშვეობით სურთ არჩევნების ჩატარება" - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.
"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე კი აცხადებს, რომ მაშინ, როცა თალაკვაძე აშშ-ში იმყოფებოდა, ოპოზიციის პასუხი 100/50-ზე მოდელზე ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო.
"ბატონმა თალაკვაძემ ყველა შეხვედრაზე გააკეთა განცხადება, რომ ყველაფერს რომ ოპოზიციასთან შეთანხმდნენ. ამ განცხადებით მან რა თქმა უნდა ქულა ჩაიწერა, მაგრამ როგირც ჩანს, მას ჩვენი ამერიკელი მეგობრებისთვის არ უთქვამს, რომ უკვე მაშინ, როცა არჩილ თალაკვაძე იყო ამერიკაში, ოპოზიციაა გაცხადებული ჰქონდა, რომ 100/50-ზე ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. წინადადება იყო ოპოზიიდან, რომ ვიფიქროთ სხვა ვარიანტებზე. თუ ახლა კიდევ ერთხელ მოატყუეს ამერიკელი პარტნიორები, 100/50-ზე შეთანხმება შეუძლებელია, ეს ხელისუფლების მორიგი "საოცარი" ნაბიჯი იქნება"- აცხადებს ბურჯანაძე.
პარლამენტის თავმჯდომარის ღია გზავნილი აშშ-დან - არჩილ თალაკვაძის თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებულ ვარიატზე შეთანხმება თუ არ შედგა, თებერვლის ბოლოს მოლაპარაკებების შეთანხმების "ფანჯარა დაიხურება".