შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“სააკაშვილის გარეშე, ივანიშვილს ამ ქვეყანას ვერ ჩამოვაშორებთ“–გვარამია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 თებერვალი 2020

მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სააკაშვილის ინიციატივას ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ის აქტიურად ერთვება ქართულ პოლიტიკაში და პირად შტაბს ქმნის ივანიშვილის ხელისუფლებიდან მოსაშორებლად. მის განცხადებას განსხვავებული რეაქციები მოჰყვა, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან, რომლის დიდი ნაწილი არ აპირებს სააკაშვილის შტაბთან თანამშრომლობას. ნიკა გვარამია ფეისბუქზე წერს:

“არ ვიცი, ვინ ვერ ხედავს პოლიტიკაში, არ ვიცი ვინ სად ხედავს, ზოგადად, არ მაინტერესებს ვინ როგორ უყურებს, მაგრამ ორი რამ ვიცი ზუსტად:

ეს კაცი თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი მამა და ყველაზე მასშტაბური ქართველი პოლიტიკოსია,

ამ კაცის გარეშე უზურპატორ ივანიშვილს ამ ქვეყანას ვერ ჩამოვაშორებთ.

ამ წუთას, მთავარი ზუსტად ისაა, ხელისუფლებიდან ვინ წავა. ასეთია ისტორიული რეალობა და მას უნდა მოვერგოთ და მოვიყვანოთ დრო, როცა მომსვლელი იქნება მნიშვნელოვანი. დღეს ჩვენ არჩევის უფლება წართმეული გვაქვს და გადარჩევნები უნდა მოვაწყოთ, და არა არჩევნები! ამიტომაც, ხელისუფლებაში ვინ მოვა, ეს სპეკულაცია არც რელევანტურია და არც ადეკვატური. მით უფრო, რომ ეს არავის მოსაზრებებით და სურვილებით არ წყდება, ამას ამომრჩეველი წყვეტს ნორმალური არჩევნების გზით.

აი, უსამართლოდ და უკანონოდ დევნილ სააკაშვილს რომ მიეცემა სხვების თანაბრად ამომრჩეველთან კომუნიკაციის და საკუთარ სამშობლოში ყოფნის უფლება, ასევე, იმათთან დებატების შესაძლებლობა, ვინც მას ვერ ხედავს ან არ უნდა რომ დაინახოს, მერე ვნახოთ, ხელისუფლებაში ვინ მოვა და რას გააკეთებს.

მე პირადად, ძალას არ დავიშურებ, რომ ასე მოხდეს. მერე ვის მივცემ ხმას და ვისი ხელისუფლებაში ყოფნა მენდომება, ამაზე უივანიშვილო საქართველოში მოგახსენებთ. მანამდე, ვიბრძოლებ, რომ სამარცხვინო უსამართლობა - ქვეყნის დამფუძნებელი მამა დევნილი, ქვეყნის დამაქცევარი უზურპატორი კი მეფე - აუცილებლად გამოსწორდეს!

ps ხო მართლა, კრიტიკოსებისთვის ცალკე სამუშაო მაქვს: აი ამ ვიდეოში რას ამბობს არასწორს?“- წერს გვარამია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია