შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალქალაქში დანით სამი ახალგაზრდა დაჭრეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 თებერვალი 2020
ჩხუბი გუშინ, ექვს თებერვალს მოხდა. ინფორმაციას სააგენტო jnews.ge ავრცელებს. ცივი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდები ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში, ღამით 23:50 საათზე შეიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაციები ჩაუტარდათ.„ერთს ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული, მეორეს კუჭსა და გულში, ბევრი სისხლი დაკარგეს, ოპერაციები გავუკეთეთ და კატასტროფით თბილისში გადაიყვანეს, რაც შეეხება მესამე დაშავებულს, 27 წლის ბიჭს თირკმელი აქვს დაზიანებული, ოპერაცია მასაც ჩაუტარდა და ჩვენს კლინიკაში რჩება, სტაბილურ მდგომარეობაშია“, - ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელი აიკანუშ გოგორიანი.დაშავებულები 29, 27 და 23 წლის ბიჭები არიან.საქმეზე გამოძიება 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია