კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

,,სამოქალაქო მოძრაობის” ბრიფინგი სიღნაღის მუნიციპალიტეტის შესახებ აუდიტის ანგარიშზე

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 თებერვალი 2020

,,სამოქალაქო მოძრაობასიღნაღის მერიის მიერ 2017-2018 წლის ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით დაინტერესებას პროკურატურას სთხოვს.

ორგანიზაციის კახეთის რეგიონულ ოფისში აღნიშნულ საკითხზე ბრიფინგი გაიმართა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით და აუდიტის დასკვნაში გამოქვეყნებულ საკითხებზე და რეკომენდაციებზე გაამახვილეს ყურადღება. ისინი შესაბამის უწყებებს საკითხით დაინტერესებას და სათანადო ზომების გატარებას სთხოვენ.

,,სამოქალაქო მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო გოგოლაშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხებით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინერესდნენ.

,,იმ ანგარიშში, რომელსაც აუდიტის სამსახური აქვეყნებს ბევრ დარღვევაზეა საუბარი. მათ შორის საუბარია წნორში არსებული სათნოების სახლის და 184 ბენეფიციარის შესახებ, ვისაც 2017-18 წლებში  უვარგის საჭმელს აჭმევდნენ. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ამაზე მერიამ პასუხისმგებლობა არ დააკისრა შესაბამის პირებს რაც დიდი დარღვევაა. ასევე პირდაპირი შესყიდვის გზის და დარღვევით განხორციელდა ტენდერები, ვერ დასრულდა სიღნაღის დენდროლოგიური პარკის მშენებლობა, რაზედაც ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა ბიუჯეტიდან.  ამ ყველა საკითხშუ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება და მოვითხოვთ პროკურატურამ მოკვლევა დაიწყოს’’,- განუცხადა knews.ge-ს ნინო გოგოლაშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია