შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბესო ქათამაძე ბერლინში იმყოფება და საქმიან შეხვედრებს მართავს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 თებერვალი 2020

გერმანიის ქრისტიან დემოკრატიული პარტიის მიწვევით ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ბესო ქათამაძე გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფება.

ქათამაძე ტანამოაზრეებთან ერთად ერთი კვირის განმავლობაში ადგილობრივ პოლიტიკოსებსა და ხელისუფლების წარმომადგენლენტან - გამოცდილების გაზიარების მიზნით შეხვედრებს გამართავს.

აღსანიშნავია რომ ამ პარტიის ლიდერია გერმანიის მოქმედი კანცლერი ანგელა მერკელი.

დაწვრილებით ინფორმაციას "გურიის მოამბე" ხვალ შემოგთავაზებთ.

ხვალიდან დაიწყება ქართული დელეგაციის საქმიანი შეხვედრები მასპინძლებთან.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია