გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში სპექტაკლის „ჩარლი ჩაპლინი - წერილი ჯერალდინას“ პრემიერა გაიმართა

კულტურა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 თებერვალი 2020

ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში სპექტაკლის „ჩარლი ჩაპლინი – წერილი ჯერალდინას“ პრემიერა გაიმართა.

რეჟისორი და სცენოგრაფი ელენე მაცხონაშვილია.

საპრემიერო სპექტაკლი „ჩარლი ჩაპლინი – წერილი ჯერალდინას“ თოჯინებისა და ცოცხალი პლანის სინთეზს წარმოადგენს.

იგი ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლია. მას ეკუთვნის სპექტაკლის ინსცენირება, სცენოგრაფია.

თოჯინების მხატვარია ვახო ქორიძე, რეჟისორის ასისტენტი კი გიორგი დოლიძეა.

თეატრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს გახლავთ შემოქმედებთი კოლექტივის ბოლო საჩუქარი საზოგადოებისადმი, რეაბილიტირებულ შენობაში შესვლამდე.

გეგმის მიხედვით, თეატრის შენობის რეაბილიტაციის დასრულება გაზაფხულისათვის უნდა მოხდეს.

სპექტაკლს სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია