შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მოსამართლემ ამიკრძალა ტელეკომპანია მთავარის დირექტორობა" - ნიკა გვარამია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 თებერვალი 2020

"მთავარი არხის" დამფუძნებელ ნიკა გვარამიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 40 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა. ნიკა გვარამიას თქმით მოსამართლემ მას განუცხადა, რომ მისთვის ეს საქმე პრიორიტეტულია და პროცესები ყოველ მეორე დღეს ჩანიშნა.
"ყოველ მეორე დღეს პროცესების ჩანიშვნა ნიშნავს მარტივ რამეს: ამ მოსამართლემ მე ახლა ამგვარი გრაფიკით ეფექტიანად ამიკრძალა ტელეკომპანია მთავარის დირექტორობა, ანუ ყოველ მეორე დღეს რომ პროცესია, მე წინა დღით უნდა გავეცნო მასალებს, შეკითხვები დავსვა, ვიცოდე და მზად ვიყო. შესაბამისად, მე მთელი თებერვალი სამსახურში არ უნდა ვიარო. ეს გამორიცხულია. არჩევანს ვაკეთებ ტელეკომპანია მთავარის სასარგებლოდ.
მე შემიძლია კვირაში ერთი დღე დავუთმო პროცესს, მეტი მე არ მაქვს. მე არ მოვალ ამ პროცესებზე, ჩემ გარეშე ეს პროცესები ვერ ჩატარდება. არ ვაპირებ, ცნობა მოვიტანო და "ავად ვარ მიშველე" ვიყვირო. თუ უნდათ შეცვალონ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით. პატიმრობაში ჯდომა მირჩევნია, რასაც ახლა ეს კაცი მთავაზობს. პატიმრობაში გადაიხდიან პოლიტიკურ ფასს" - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია