გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

იური ლომაძე ფინალშია!

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 თებერვალი 2020

იური ლომაძე (72 კგ) ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, ამირან შავაძე (60 კგ) ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს. იური ლომაძემ (72 კგ) კი დამაჯერებლად დაამარცხა თურქი სპორტსმენი და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ფინალური ბლოკი ხვალ თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, ქართველმა ფალავანმა ფინალამდე შთამბეჭდავი გზა გაიარა.

პირველი დაპირისპირება სერბების ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონ შტეფანეკს 6:4 მოუგო, თანაც იმ პირობებში, რომ მეტოქე მას ძალიან ეუხეშებოდა და მსაჯიც არ წყალობდა. მეორე შეხვედრაში ლომაძემ ბელარუსი კანკოვი აშკარა უპირატესობით -11:0 დაამარცხა. ზუსტად ასეთივე გამარჯვება მოიპოვა ქართველმა ხორვატ ეტლინგერთან, რომესაც პირველივე პერიოდში აჯობა.

იტალიის დედაქალაქში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობაში დღეს ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხუთი ქართველი გამოვიდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია