სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნას დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სამცხე–ჯავახეთში პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სხვადასხვაგვარად აფასებენ.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ნოემბერი 2018
„დემოკრატ მესხთა კავშირის“ დირექტორისთვის გიორგი ანდღულაძისათვის გაერთიანებული ოპოზციის მოთხოვნა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაუგებარია: „თუ პრეტენზიები აქვთ საპრეზიდენტო არჩევნებთან და არ აღიარებენ, ამაზე უნდა იდავონ სამართლებრივი გზით, გაასაჩივრონ გარკვეული ოლქები, წარმოადგინონ დარღვევები და არგუმენტები მოიყვანონ, რატომ არ ეთანხმებიან არჩევნებს. ამ ყველაფერთან რა შუაშია საპარლამეტო არჩევნები არ ვიცი“. „ტოლერანტის“ თავმჯდომარე ცირა მესხიშვილი ფიქრობს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნა არასწორია, რადგან ახლა ქვეყანა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზად არ არის: „იქნებ ორ წელიწადში გამოჩნდეს ძალა, რომელიც სერიოზულ ოპონირებას გაუწევს გაერთიანებულ ოპოზიციასაც და „ქართულ ოცნებასაც“. ამიტომ სჯობს დაველოდოთ იმ დროს, როცა ისეც გაიმართება საპარლამენტო არჩევნები“. „ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი გიორგი გვარამაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მოთოხვნა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს: „დიდი რეიტინგი არასოდეს ჰქონია „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეს არჩევნების შედეგებმაც აჩვენა, რაღა აქვთ სალაპარაკო არ ვიცი, მათ უბრალოდ სხვა გზა აღარ დარჩენიათ და ხან რა მოთხოვნებით გამოდიან და ხან რა. მათი მოთხოვნები რომ სამართლიანი ყოფილიყო და ხალხის ნდობა ჰქონოდათ, ასეთი შედეგები არ ექნებოდათ“. გაერთიანებული ოპოზციის განცხადებებზე კომენტარის გაკეთება არ სურს ასპინძაში „ქართული ოცნების“ საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელს როსტომ მაგრაქველიძეს: „ვისაც რა უნდა ის თქვას, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა“. სამცხე–ჯავახეთში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩენვების დანიშვნა აცილებელია:„ქვეყნის დემოკრატიისთვის ვადამდელი არჩევნების ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ამ ყველაფრის დასტურია ისიც, რომ ფაქტიურად ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარებულა და ჩვენ პრეზიდენტი არ გვყვავს“, – ამბობს ბორჯომში ენმ–ს შტაბის ხელმძღვანელი ბაკურ გელაშვილი, თუმცა შესრულდება თუ არა ეს მოთხოვნა არ იცის. „ევროპული საქართველოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა დემეტრაძე აცხადებს, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნა ახალი ამბავი არ არის და ამას მისი პარტიის ლიდერები თვეების წინაც ითხოვდნენ: „ქვეყნის იმიჯის, მომავლისა და სახელმწიფოებრიობისთვის აუციელებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. ახლა ეს მოთხოვნა რა შედეგს გამოიღებს, ამას დრო გვიჩვენებს“. განსხვავებულია ახალციხეში ადგილობრივების მოსაზრებები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ გუშინ 29 ნოემებრს ფილარმონიაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა და პრეზიდენტობის უკვე ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას ითხოვს. ვაშაძემ ამისთვის კვირას, ორ დეკემბერს თბილისში აქციაც დაანონსა. [ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია