შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ივანიშვილი ლობისტებისთვის მილიონ დოლარს ჩამოდის, მაგრამ საერთაშორისო დონის კრიტიკა არ წყდება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 თებერვალი 2020

ოლიგარქი აქტიურ თავდაცვაზე გადადის: სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოსგან მწვავე განცხადებების შესაწყვეტად ივანიშვილი თითქმის მილიონ დოლარს იხდის. ამის შესახებ ცნობილი გახდა ლობისტებთან გაფორებული იმ კონტრაქტით, რომელიც ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა გაასაჯაროვა, დოკუმენეტს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე აწერს ხელს. დავალებაც კონკრეტულია: ვანშიგტონიდან "ქართული ოცნების" კირტიკა უნდა შეწყდეს.

დღემდე ივანიშვილის გუნდს სენატორები და კონგრესმენები აკრიტიკებდნენ, თუმცა ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, ქართული ოცნება ამერიკის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკის წინააღმდეგ მუშაობასაც უკვეთავს. ოპოზიციისთვის ეს ჩანაწერი პირდაპირი ნიშანია, რომ ივანიშვილს შეეშინდა და პანიკაშია.

'გააქტიურება იმ კუთხით რომ იგი პარტიისთვის ცალკე ლობისტებს ქირაობს, სწორედ უშუალოდ ის არის ჩართული მოლაპარაკებებში, რადგან მის მიმართ მოდის ეს წერილები ეს გულისხმობს იმას, რომ შიში ძალიან დიდი აქვს, მას მოლოდინი აქვს რომ ეს აქტიურობა დამაზიანებელი იქნება მისთვის მისი ფინანსური აქტივებისთვის დასავლეთში’’- ხატია დეკანოიძე

‘’ქართულმა ოცნებამ რაც არ უნდა ლობისტები დაიქირავოს და საგარეო დესანტები გადასხას, მილიონებიც რომ დახარჯოს ეს იქნება ბიუჯეტიდან თუ თავისი ჯიბიდან გადახდილი, მის საგარეო ბრძოლას არაფერი უშველის, სრული კონსენსუსია ჩვენს პარტნიორებში, აშშ-ში, ევროპაში, რომ საქართველოში გვყავს ოლიგარქი’’- სერგი კაპანაძე

‘’ნამდვილად იხეირებს ის ლობისტი, მაგრამ ქართული ოცნება გარეცხვას არ ექვემდებარება, არ ირეცხება, ამიტომ რამდენიც არ უნდა გადაუხადონ, ქართული ოცნების მიმართ დამოკიდებულება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებში არ შეიცვლება, არც აშშ-ში, არც ევროპაში, იმიტომ რომ თავად ივანიშვილი უზრუნველყოფს იმას, რომ უფრო და უფრო მკვეთრად ნეგატიური განწყობა იყოს მათ მიმართ.' - განცხადა დავით ბერძენიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია