შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რუსთაველზე დაანონსებულ აქციაზე დასასწრებად "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები ახალციხიდან რამდენიმე მანქანით წავიდნენ.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 დეკემბერი 2018
დღეს, 2 დეკემბერს, ახალციხელი მხარდამჭერები თბილისში დილის 11:00 საათიდან გავიდნენ. როგორც თავად აცხადებენ, ქალაქიდან ერთიანი ორგანიზებული კოლონა არ გასულა, თბილისში ჩასვლამდე კი ერთად ქალაქ გორთან, შეიკრიბებიან.„ნაწილ–ნაწილ წამოვედით. რამდენი ადამიანია სულ ახალციხიდან ვერ გეტყვით. ზოგი „მარშუტკაშია“, ზოგი საკუთარი მანქანით. საბოლოოდ ყველა გორთან, „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურზე შევიკრიბებით და ისე ჩავათ თბილისში“ – ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ბარძიმაძე. „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ შტაბში აცხადებენ, რომ ეს აქცია მშვიდობიანი იქნება და სწორედ ამიტომ ახალციხეში ბევრმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიიღოს. „ველოდებოდით, რომ რამდენიმე „მარშუტკით“ წავიდოდით, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა ოფისში და შემოგვთავაზეს, რომ თავიანთი ნებით წამოვიდოდნენ. დაახლოებით 200 ადამიანი იქნება. ამ აქციით გვინდა ვთქვათ, რომ უნდა დამთავრდეს ძალადობა, ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვა“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა სანდროშვილი.შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ დღეს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას გამართავს. აქცია 15:00 საათზეა დაანონსებული.აქციის გამართვის შესახებ გაერთიანების საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 29 ნოემბერს, ფილარმონიაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.მისი თქმით, გაედრთიანებული ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითოვს და სურს, რომ ეს არჩევნები პროპორციული ან პროპორციულ რეგიონული პრინციპით ჩატარდეს.[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია