სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მეორე დღეა ფარავნის უღელტეხილი ჩაკეტილია – როდემდე გაგრძელდება უამინდობა ჯავახეთში

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 თებერვალი 2020
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ნინოწმინდა–წალკის დამაკავშირებელ გზაზე, ფარავნის უღელტეხილზე მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის გუშინ, 11 თებერვალს 16:30 საათზე აიკრძალა.„როდის აღდგება მოძრაობა ვერ გეტყვით, ამინდზეა დამოკიდებული“, – აცხადებენ დეპარტამენტში.გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდასა და ახალქალაქში მომდევნო სამი დღის განმავლობაში ქარბუქი და თოვლი იქნება, ყინვა კი შესუსტდება.12 თებერვალს ჯავახეთში ღამით ტემპერატურა –11, –13 გრადუსამდე დაეცემა, ხვალ, 13 თებერვალს კი დღის განმავლობაში –4 დაფიქსირდება.არამდგრადი ამინდი რეგიონში 14 თებერვლამდე შენარჩუნდება. 14–15 თებერვალს ღამით ყინვა ისევ გაძლიერდება და მიაღწევს –16, –18 გრადუსს, დღის განმავლობაში კი –5,–7 ყინვაა მოსალოდნელი.[თინათინ ზაზაძე, ნინოწმინდა]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია