შიდა ქართლი
სუს-ის განცხადება ორჭოსანი-ყარაფილას ტერიტორიაზე რუსი სამხედროების ქმედებაზე
ახალი ამბები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
15 თებერვალი 2020
14 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან,
უკანონოდ დისლოცირებული საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე
ტერიტორიაზე, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი (სასიგნალო)
მაშხალის გასროლა.
აღნიშნული ფაქტი ჩანდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი
ტერიტორიიდან, რაც დაფიქსირებულ იქნა პოლიციის საპატრულო ჯგუფის
მიერ.
მსგავსი უკანონო აქტივობები პროვოკაციულია და აზიანებს ადგილზე
არსებულ უსაფრთხოების გარემოს.