სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აბულის ციხეს იუნესკოს წინასწარულ ნუსხაში შესატანად წარადგენენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 თებერვალი 2020
აბულის ციხეს იუნესკოს წინასწარულ ნუსხაში შესატანად წარადგენენ მთავარი → სიახლე, საზოგადოება 14.02.2020 ჯავახეთში არსებულ აბულის მეგალითურ ციხეს იუნესკოს წინასწარულ ნუსხაში ნომინირებისთვის ამზადებენ. ამისათვის ძეგლს ჯერ ეროვნული კატეგორიის უძრავი მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უნდა მიენიჭოს. პარალელურად, მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები. ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულით დათარიღებული, აბულის ციკლოპური ნაგებობისთვის ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია მზადდება. პარალელურად, სამეცნიერო ექსპედიცია მის არქეოლოგიურ შრეებს დეტალურად სწავლობს. ეს მონაცემები ციხის ისტორიულ-კულტურულ ღირებულებებზე დამატებით ინფორმაციას მოიპოვებს, რომლიც შემდეგში შესაძლოა გახდეს იმისი საფუძველი, რომ იუნესკომ განსაზღვროს გააჩნია თუ არა ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს სათანადო მახასიათებლები წინასწარულ ნუსხაში მოსახვედრად. „ამ ყველაფერს დასჭირდება ხანგრძლივი პერიოდი, რომელიც დაახლოებით ხუთ წელს მოიცავს. ამ დროის განმავლობაში, სამეცნიერო ექსპედიციამ უნდა განსაზღვროს ის შეფასებითი კრიტერიუმები, რომლებიც აბულის მეგალითურ ციხეს გამოარჩევს, კულტურულ-არქიტექტურული და ისტორიული თვალსაზრისით, რეგიონში არსებული სხვა მსგავსი ტიპისა და ეპოქის თანადროული ძეგლებისგან“, - განმარტავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი ბექა ბარამიძე.მისივე თქმით, ამის შემდეგ უკვე განისაზღვრება ვალდებულებები სახელმწიფოს მიმართ, რაშიც ციხის საკონსერვაციო ღონისძიებებისათვის მართვის გეგმის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.მეგალითური ციხის ისტორიულ-კულტურული ღირებულებების დასადგენად, ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე ჩატარდა. მეორე ეტაპის დაწყებისთვის კი თებერვლის ბოლოს კიდევ ერთი ტენდერი გამოცხადდება. თუმცა კონკრეტული არქეოლოგიური სამუშაოები, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ივლის-აგვისტოში იგეგმება. „მეორე ეტაპზე, ჯერ-ჯერობით არ არის გათვალისწინებული საკონსერვაციო ღონისძიებები. ამ დროისთვის ასეთი ტიპის გადაუდებელი აუცილებლობები, შემორჩენილ არქიტექტურულ კონსტრუქციებზე არ არსებობს. თუ გაჩნდა საჭიროება, აუცილებლად იქნება გატარებული ზომები“, - აცხადებენ სააგენტოში. „საქართველოს ტერიტორიაზე მეგალითური კომპლექსები მრავლად გვხვდება. ციკლოპურ სიმაგრეებს, დასახლებათა თავდაცვით კედლებთან ერთად, მიეკუთვნება ყველა ის ნაგებობა, რომლებიც აგებულია დიდი ზომის დაუმუშავებელი ქვებით, უდუღაბოდ. საქართველოს ისტორიული მხარეებიდან ყველაზე უკეთაა შესწავლილი თრიალეთის და ჯავახეთის „ციკლოპური“ სიმაგრეები და ნამოსახლარები. არქეოლოგიური გათხრებიც პრაქტიკულად ამ რეგიონშია მხოლოდ ჩატარებული. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის ბევრი მეგალითური ძეგლი აღიწერა და სადაზვერვო არქეოლოგიური სამუშაოებიც ჩატარდა, ამ კვლევებს მაინც არასისტემური ხასიათი ჰქონდა, რაც ართულებს ამ ტიპის ძეგლების სრულყოფილ კვლევას.ამდენად, სამხრეთ საქართველოს გამორჩეული მეგალითური კომპლექსების (აბული, შაორი, ავრანლო და სამება) ტოპოარქეოლოგიური კვლევა გადაუდებელი და საშური საქმეა“, - ნათქვამია მეგალითური კომპლექსების ტოპოარქეოლოგიურ კვლევაში. [თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია