შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საგარეჯოს საოლქო კომისიამ 2 საჩივარი არ დააკმაყოფილა, ხოლო ერთი განუხილველად დატოვა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 დეკემბერი 2018

საგარეჯოს მე-11 საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 3 საჩივარი შევიდა. 
კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ 2 საჩივარი არ დააკმაყოფილეს, ხოლო ერთი განუხილველად დატოვეს. ზურაბ მღებრიშვილის ინფორმაციით, საგარეჯოს 25-ე და 38-ე საარჩევნო უბნებზე დაწერილი საჩივრები პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.
,,საჩივრები განვიხილეთ და არ დაკმაყოფილდა. არცერთი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა. 38-ე უბანზე საჩივარი შეხებოდა იმას, რომ სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელი ითხოვდა, რომ ჩანაწერების წიგნაკისთვის ფოტო გადაეღო, თუმცა ამის უფლება არ მისცეს, რადგან იქ იყო პერსონალური ინფორმაცია, ადამიანების პირადი ნომრები და ა.შ. 25-ე უბანზე კი ერთ ერთ რეგისტრატორს გამორჩა ხელმოწერა და ინოვაციებისა და განვითარების ცენტრის დამკვირვებელი ითხოვდა მის დისციპლინარულ პასუხისმგებლობას, თუმცა ჩვენ არ დავაკმაყოფილეთ ეს მოთხოვნა, რადგან კომისიის წევრმა დაწერა ახსნა-განმარტება’’,-განუცხადა knews.ge-ს ზურაბ მღებრიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია