შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კალაძე ევროპარლამენტარებზე: ეს არის ზედაპირული განცხადებები

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 თებერვალი 2020

"ჩვენ ძალიან ბევრი შეხვედრა გავმართეთ და ამ ადამიანებს ბევრ საკითხში ჰქონდათ არასწორი ინფორმაციები"- ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ, ამის შესახებ იმედის ეთერში ისაუბრა. წამყვანის შეკითხვა ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რეზოლუციის ჩაგდებას შეეხებოდა, რომელსაც ევროპარლამენტარებმა მხარი არ დაუჭირეს. ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან თქვა, რომ ამდენი შეხვედრის შემდეგ, მათ ქართულ ოცნებას "ვერაფრით გააგებინეს, რა ვითარებაა"

"ნაბიჯების გადადგმას რაც შეეხება, ეს არის უფრო ხშირი კომუნიკაცია ამ ადამიანებთან [ევროპარლამენტარებთან]. იმიტომ, რომ განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენდით, ეს არის ზედაპირული განცხადებები. ჩვენ ძალიან ბევრი შეხვედრა გავმართეთ და ამ ადამიანებს ბევრ საკითხში ჰქონდათ არასწორი ინფორმაციები, ცალმხრივად მიღებული ინფორმაციები, რაც ძალიან ცუდია."

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია