შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მათიკაშვილი: ენმ-ს აქვს ნულოვანი ტოლერანტობა ზრდილობასთან

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 თებერვალი 2020

უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ელენე ხოშტარიაზე და თინა ბოკუჩავაზე საუბრობს, რომლებიც ირაკლი შოთაძის მოსმენაზე ივანიშვილის ნიღბებით შევიდნენ და უთხრეს, რომ ის ივანიშვილის მონაა.

"ნულოვან ზღვარზე რომაა ნაციონალური მოძრაობა დასული, უკვე კარგად  ჩანს და თუნდაც დღევანდელი დღეა ამის დასტური. ხელისუფლებაში ყოფნისას მათ ჰქონდათ ე. წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, დანაშაულთან მიმართებაში და ესეც ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, რადგან ყველაზე დიდი დამნაშავეები თვითონ იყვნენ. დღეს მათ ეს რესურსი არ გააჩნიათ, რადგან ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა უკვე რამდენჯერმე. ამიტომ მათ აქვთ ნულოვანი ტოლერანტობა ზრდილობასთან, ზნეობასთან მიმართებაში, რაც ძალიან კარგად დაინახა სრულიად საქართველომ."

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია