შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვინ გახდნენ ბაკურიანის საპატიო მოქალაქეები

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 თებერვალი 2020
ვინ გახდნენ ბაკურიანის საპატიო მოქალაქეები მთავარი → სიახლე, საზოგადოება 17.02.2020 „ბაკურიანობა 2020“–ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე, წელს პირველად საპატიო ბაკურიანელის წოდება სპორტსმენ კობა წაქაძეს და ელექტრიკოს ვიქტორ ნაგოგას მიენიჭა. კობა წაქაძე თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომაში ცნობილი სპორტსმენია. ხტომის განსაკუთრებული სტილის გამო ზედმეტსახელი „მფრინავი ტორპედო“ შეარქვეს. ბაკურიანში მისი სახელობის ქუჩაცაა.ვიქტორ ნაგოგა ბაკურიანში უხუცესი ელექტრიკოსია. იგი დაბას 40 წელიწადზე მეტ ხანს ემსახურა.ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, მარინა ხუჯაძის განმარტებით, საპატიო ბაკურიანელის შესარჩევად დაბის საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივები შეკრიბეს და გამოკითხეს. „საპატიო ბაკურიანელი პირველად ავირჩიეთ და ეს იყო შეიძლება ითქვას ექსპრომტი, რადგან დებულება ჯერ–ჯერობით არ არსებობს თუ როგორ უნდა ავირჩიოთ ბაკურიანის საპატიო მოქალაქე. გვინდა რომ ტრადიციად ვაქციოთ. რა თქმა უნდა ვაპირებთ რომ წესდების საკითხი საკრებულოზე გავიტანოთ და დავამტკიცოთ“,- ამბობს ხუჯაძე.„ბაკურიანობა 2020“ 15-16 თებერვალს გაიმართა. ღონისძიებები ბაკურიანში ოცდახუთიანების, პარკისა და დიდველის ტერიტორიაზე ჩატარდა.[მარიამ ბარძიმაძე, ბორჯომი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია