შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

უნებართვოდ დანგრეული და აღდგენილი ეკლესია ახალქალაქში – კორხში სამუშაოები დასრულდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 თებერვალი 2020
უნებართვოდ დანგრეული და აღდგენილი ეკლესია ახალქალაქში – კორხში სამუშაოები დასრულდა მთავარი → სიახლე, საზოგადოება 18.02.2020 ახალქალაქში კორხის ეკლესიის უნებართვო მშენებლობა დასრულდა. ვისი ინიციატივით დაანგრიეს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლი, ერთი წლის შემდეგაც დაუდგენელია. XIX საუკუნის დარბაზული ტიპის, სომხური სამოციქულო ეკლესია ადგილობრივებმა გასული წლის ზაფხულში თითქმის ბოლომდე დაშალეს, ქვები ეკლესიის ეზოში დააწყვეს, შემდეგ კი ააშენეს.„სამხრეთის კარიბჭე“ სოფელში თებერვლის დასაწყისში იმყოფებოდა, სამშენებლო სამუშაოები ტაძარზე დასრულებულია, დარჩენილია მხოლოდ გადახურვა. ეკლესიის შიგნით ხარაჩოები დგას, გარედან კი ბოქლომი ადევს.ადგილობრივებმა არც ამჯერად გაამხილეს იმ პირების ვინაობა, რომლებმაც უნებართვო სამუშაოები დააფინანსეს.„უკანონოდ არ ვაკეთებთ, საბუთები გვაქვს, მაგრამ ვისთან არის არ ვიცით. სულ დანგრეული იყო და ახალა ფეხზე დგას. კარგი სპეციალისტები აკეთებენ, ფულს ჩვენ ვაძლევთ მოსკოვიდან გვიგზავნიან ჩვენი ბიჭები, იქ მუშაობენ. გაზაფხულზე სახურავსაც გავუკეთებთ, ახლა ყინვებია. რომ დასრულდება მამაოსაც მოვიყვანთ“, – აცხადებენ ადგილობრივები.კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, შვიდი თვეა ელოდება იმ პირის გამოვლენას, ვისი ინიციატივითაც დაიწყო ეკლესიაზე უნებართვო სამუშაოები. ადგილობრივი იური წარუკიანი კი, რომლის დაჯარიმებასაც სააგენტო ითხოვდა, სასამართლომ სამართალდამღევევად არ ცნო. „სასამართლომ თქვა, რომ ამ კონკრეტულ მოქალაქეს ადმინისტრაციული სახდელი არ ეკუთვნოდა, ვინაიდან საქმეში არ ფიგურირებდა, ამიტომ ჩვენ მივმართეთ ახალქალაქის პოლიციას, იმისთვის რომ დაადგინოს საინიციატივო ჯგუფის ვინაობა, ვისი ხელდასმითაც განხორციელდა სამუშაოები ტაძარზე. შემდეგ ჩვენ ვიზრუნებთ მათზე ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებას, სხვა მექანიზმი იმისა, რომ ეს პროცესი შეგვეჩერებინა იურიდიულად არ გვაქვს“, – განაცხადა სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა ბექა ბარამიძემ.ძეგლთა დაცვის სააგენტოს ინსპექციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის ივლისში მიმართა. რა ეტაპზეა გამოძიება და გამოავლინეს თუ არა სამართალდამრღვევები უცნობია, „სამხრეთის კარიბჭე“ უწყებიდან პასუხს რამდენიმე დღეა ელოდება.„ჩვენ ვაპირებთ კიდევ ერთხელ მოვთხოვოთ ახალქალაქის პოლიციის სამმართველოს იზრუნოს იმაზე, რომ ამ სუბიექტების ვინაობა დაადგინოს. დავაკისრებთ სახდელს და შემდეგ ვიზრუნებთ საკულტო ნაგებობის ცდომილების ან ხარვეზის გამოსწორებაზე. თუ ეს დაფიქსირდა“, – განაცხადა ბექა ბარამიძემ.მისი თქმით, სააგენტოს წარმომადგენლები მიმდინარე კვირაში კიდევ ერთხელ ჩავლენ კორხში.სოფელ კორხის, წმ.სტეფანეს (სურბ სტეფანოს) სახელობის ეკლესიაში უნებართვო სამუშაოები 2019 წლის 12 მაისს გამოვლინდა. აქ ადგილობრივების მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა ძეგლს იერსახე მთლიანად შეუცვალა.ამავე წლის 28 მაისს, „სამხრეთის კარიბჭემ“ გადაიღო კადრები, თუ როგორ შლიდნენ მშენებლები ძალაყინით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ეკლესიის კედლებს.[თინათინ ზაზაძე, ახალქალაქი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია