კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დამზადებულია ოკუპირებულ საქართველოში – წარწერა კახეთში დამზადებულ ჭაჭაზე, რომელიც რუსეთში გაიყიდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 თებერვალი 2020

“ჭაჭაურა” თაფლის არაყია, რომელიც მალე ქართულ და რუსულ ბაზარზე წარწერით, დამზადებულია ოკუპირებულ საქართველოში – გამოჩნდება.

არყის მწარმოებელი ექიმი ზურაბ ქუმსიაშვილი განმარტავს, რომ არაყი განსხვავებული ტექნოლოგიით მზადდება.

“მე ფოტოაპარატების კოლექცია მაქვს. ერთ-ერთ იაპონურ აპარატზე, რომელიც 1947 წელს არის გამოშვებული, შევნიშნე წარწერა – “Made In Occupied Japan”. პროდუქტის შექმნის პერიოდში იაპონია ოკუპირებული იყო. ვიფიქრე, ჩვენ რატომ არ უნდა გავაკეთოთ მსგავსი რამ. ჩემი აზრით, ნებისმიერ ექსპორტირებულ პროდუქტზე უნდა იყოს ასეთი წარწერა. ზოგადად, მსგავს არაყს თაფლიდან დარჩენილი სანთლით ამზადებენ, მე კი ჭაჭის დასამზადებლად პირდაპირ ნატურალურ თაფლს ვიყენებ, რაც სასმელს სულ სხვა არომატს სძენს”,- აღნიშნავს ქუმსიაშვილი.

bm.ge-ს ცნობით, მწარმოებლის თქმით, დამზადების განსხვავებული ტექნოლოგია პროდუქტის ფასზეც აისახება და 0.5 ლიტრი არყის ფასი 50 ლარი იქნება., “ჭაჭაურას” საწარმო კახეთში მდებარეობს.

ქუმსიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოშიც და რუსეთშიც მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ჭაჭა წარწერით “დამზადებულია ოკუპირებულ საქართველოში” უახლოეს მომავალში ექსპორტზე გავა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია