შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ღმერთმა ნუ ქნას "ნაციონალურ მოძრაობას“ რესურსები კვლავ მიეცეთ“ - გია ვოლსკი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 თებერვალი 2020

უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ ადრე „ნაციონალური მოძრაობას“ ჰქონდა რესურსი, რომ რუსეთისთვის საშუალება მიეცათ, აგრესია და ოკუპაცია განეხორციელებინა, რისი რესურსიც დღეს მათ არ აქვთ.

„საბჭოთა თუ რუსული ჰიმნით სპეკულაცია ყავლგასული და მოძველებული მეთოდია, რომელსაც ჩვენი ოპონენტები პერიოდულად მიმართავენ და ამით თავს იჭრიან. ადრე რესურსი ჰქონდათ, რომ მოლაპარაკების ფორმატები ჩამოეშალათ და რუსეთისთვის საშუალება მიეცათ, აგრესია და ოკუპაცია განეხორციელებინა. ღმერთმა ნუ ქნას, მათ კიდევ მიეცეთ სიტუაციის მართვის საშუალება. ფაქტები მეტყველებენ, რომ მათ დღეს ხელკეტები არ აქვთ და დღეს ჟურნალისტების მიკროფონებით დაგვდევენ. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ამ ხელკეტების აღების საშუალება ჰქონდეთ. მათ არ აქვთ რესურსი, რომ რუსეთს რამე დამატებითი უპირატესობა მისცენ. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს რესურსები მათ კვლავ მიეცეთ“,  -  განაცხადა გია ვოლსკიმ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია