სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როცა ქალს კლავენ იმის გამო რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა - სალომე ზურაბიშვილი

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 თებერვალი 2020
როცა ქალს კლავენ იმის გამო რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა - სალომე ზურაბიშვილი მთავარი → სიახლე, საზოგადოება 19.02.2020 „ქალთა მიმართ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია. შემაძრწუნებელია მკვლელობის ყველა შემთხვევა, მაგრამ როდესაც ქალს კლავენ, იმიტომ რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა“, - სალომე ზურაბიშვილი ფემიციდის შემთხვევებს გამოეხმაურა. ფოტო: სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქის გვერდიდანპრეზიდენტის თქმით, ქალთა მიმართ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია.„სახელმწიფოს აქტიურ ჩართულობასთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება განათლებას, კულტურას და საზოგადოებრივ კონსოლიდაციას. აუცილებელია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ძალადობის პრევენციისათვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო, საზოგადოებრივი და მათ შორის, რელიგიური ორგანიზაციების ერთობლივი მუშაობა და ძალისხმევა“, – ამბობს პრეზიდენტი.სალომე ზურაბიშვილი საგანგაშო სტატისტიკიდან და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნევს, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას, რომელიც მომავალ კვირას, ორბელიანების სასახლეში გაიმართება და სადაც განხილული იქნება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დამატებითი საჭიროებები და შესაძლო ინიციატივები.სახალხო დამცველის თქმით, 2020 წელს უკვე სამი ქალია მოკლული. მკვლელობები ოჯახურ პირობებში მოხდა. გარდა ამისა, სამი მკვლელობის მცდელობაც დაფიქსირდა.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია