შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ეს არის ადამიანი, ვინც ორი გვამი მოითხოვა“ - ვოლსკი მერაბიშვილზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 თებერვალი 2020

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა , გია ვოლსკმა განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილი არის ადამიანი, ვინც ორი გვამი მოითხოვა და ვინც დანაშაულები რეალობაში ჩაიდინა.
ოპონენტების მთავარი პრობლემა, ვინც ვანო მერაბიშვილი ტაშის კვრით მიიღო, არის ერთი და ხაზგასასმელი – ეს არის ადამიანი, ვინც ორი გვამი მოითხოვა, ვინც დანაშაულები რეალობაში ჩაიდინა. დანაშაულს არ აღიარებს, მაგრამ ზუსტად იცის. ოპონენტებისთვის ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავია და დანაშაული არ არის. ორი გვამიც უნდა გქონდეს, გირგვლიანიც უნდა გყავდეს და ყველა ადამიანის სისხლი დაღვარო, ვინც არ დაგემორჩილება და ოჯახებზე გადაიარო. ადამიანი ამით ცხოვრობს და მათი ტაქტიკა იყო, ადამიანის დათრგუნვა და მისთვის სიცოცხლის წართმევა. სწორად ეს მიაჩნიათ და ვანო მერაბიშვილმა ამაზე ისაუბრა. სიტყვა – დამხობას სამართლებრივ საკითხს ვერ მივუყენებ, მაგრამ დავინახოთ, საქმე ვისთან გვაქვს. დამხობა ყველაზე რბილი გამოთქმაა იმ საქციელს თუ შევადარებთ, რისთვისაც მან სასჯელი მოიხადა და დანაშაულად არ მიაჩნია. როცა შვიდი წელი ციხეში გაატარებ, შეიძლება, გონზე არ იყო და აგრესია რაც შიგნით გქონდა დაბუდებული, გამოანთხიო ისე, რომ არც დაფიქრდე, საქმე რაშია. ვანო მერაბიშვილს ხმა საერთოდ არ ამოეღო, განა, არ ვიცით, რომ დამნაშავე იყო და ეს ყველაფერი დანაშაულად არ მიაჩნია – გინდ, მატროსოვის კარის გაღება, გინდ დამხობა და გინდ სისხლის დაღვრა. ვანო მერაბიშვილს თავის გუნდში ოპოზიცია ხედავს, მას ვხედავ, როგორც დამნაშავეს. მან დანაშაული ჩაიდინა და მონანიების ნაცვლად, დიდ გულზეა და თითსაც იქნევს“, - განაცხადა ვოლსკიმ. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია