შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მერაბიშვილი საკნიდან გაყვანაზე: შეურაცხყოფილი დავრჩი ფარცხალაძის შემოთავაზებით

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 თებერვალი 2020

"მთავართან" ინტერვიუში ციხიდან ახლად გამოსული ვანო მერაბიშვილი იხსენებს საკნიდან მისი გაყვანის ეპიზოდს, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლის (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფაქტები) მე–5 მუხლის 1–ლ პუნქტთან ერთად (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) დარღვევა დაადგინა.

"გაკვირვებული და შეურაცხყოფილი ვარ ციხის საკნიდან გაყვანით. გამიყვანეს ღამით, მიმიყვანეს ფარცხალაძესთან, შემომთავაზა, რომ საქართველო დამეტოვებინა. ამის საშუალება რომ მოეცათ, უნდა მეთქვა, რომ ჩვენი მთავრობის დროს მოხდა ჟვანიას მკვლელობა, რომ სააკაშვის მილიონები აქვს შვეიცარიის ბანკში თუ სადღაც. უფრო კონკრეტულზე საქმე არც მისულა, როცა მივხვდი შემოთავაზების ტონალობას, ვუთხარი, რომ არასერიოზული იყო მათი მხრიდან.

შეურაცხყოფილი იმით დავრჩი, რატომ ჩათვალეს, რა საფუძვლით, რომ ჩემთან შეიძლებოდა ამაზე დალაპარაკება. მე ვიყავი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ყოფილი პრემიერმინისტრი, ასეთი რამის შეთავაზება მაღალი თანამდებობის პირებისთვის არის გაუგებარი. ეს ხომ არ იყო ვიღაცის წინააღმდეგ ჩვენება, საკუთარი პიროვნების წინააღმდეგ ჩვენება იქნებოდა. ვერ წარმოვიდგინე, როგორ შეიძლებოდა, ეს შემოეთავაზებინათ."

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია