მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრეს-სპიკერი, მანანა მანჯგალაძე რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტზე წერს, როცა მას ორი ახალგაზრდა მამაკაცი თავს სწორედ იმის გამო დაესხა, რომ სააკაშვილთან მუშაობდა:
"ეს ეტყობა ტრენდია.ორი დღის წინ, კინოში მივდივარ და ჩემს მეგობრებს ველოდები, ვაჟა ფშაველაზე ვდგავართ მე და ნათია ბანძელაძე..მოვიდა ორი ახალგაზრდა მამაკაცი.ერთი უფრო აქტიური," მიშას იცნობთო" , მართლა დავაპირე მეკითხა "რომელი მიშა", წამით არ მიფქრია ვინ იგულისხმა, ( მე ჩემი მოვალეობაც მოვიხადე, ვალდებულებაც და დავამთავრე ეგ ამბავი 2013 წ ნოემბერში). ხოდა დაიწყო მაგრამ რა დაიწყოო.. გინება გინებაა , შეურაცხყოფა ნუ მიშას ბოზები ხომ ძაან ჩვეულებრივია ყველაფერ იმასთან რაც ამოსდიოდა.. მერე ალბათ წავიდა და იმაყებდა , თავს მოიწონებდა: მანანა მანჯგალაძეს ვაგინეო. თან გარბოდა... ისე ვიმუშავე 4 წელი ადმინისტრაციაში, ისე ვიარე 5 წელი ყველგან ,არავინ გამომხტომია. რავიცი არ შემშინებია, არც შეურაცხყოფილად მიგრძვნია თავი, არც უპასუხოდ დამიტოვებია, მე არც მაშინ შემშინებია ბიბლიოთეკასთან მარტო რომ მივედი ( ყველაზე არ ვიტყვი მაგრამ იქ ნაწილი როგორი პოლიტპატიმარიც იყო კი აჩვენა დრომ) და მათთან პირისოიეაც დავრჩი. უბრალოდ არც გინებაა ჩემი სტილი და არც ისტერიკა. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ქალებზე გამწევი და მოკივანი კაცები. რავიცი ჩემთვის კი იყო გადედლებული კაცი .. არ ვაპირებდი ამის დაწერას, მაგრამ ეტყობა ასე არჩიეთ და მიხედეთ თქვენს მონაგარს. მე თავს ჩემითაც კარგად დავიცავ.
P.s კი ვიცი ვიღაცეები იტყვიან აბბა რა გეგონათო. მეგონა. მე 90- იანელი ვარ და დიდი ხანია აღარ მაქვს ზღაპრული წარმოდგენები"-წერს მანჯგალაძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე..