გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთის ბაზარში თუთუნზე მოვაჭრეები შემოსავლების სამსახურმა დაარბია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 თებერვალი 2020

 

ოზურგეთის აგრალური ბაზრის ტერიტორიაზე, შემოსავლების სამსახურმა დიდი ოდენობით თუთუნი ამოიღო

ცოტახნის წინ ოზურგეთის აგრალური ბაზრის ტერიტორიაზე, შემოსავლების სამსახურმა, დიდი ოდენობით თუთუნი ამოიღო.

"მოვიდნენ ბარემ და გადაგვიარონ ბულდოზერით"-"გურიის მოამბესთან" თუთუნზე მოვაჭრეები საუბრობენ.

„შემოვიდნენ დაახლოებით 50 კაცი, პოლიციაც მოყვა ფეხდაფეხ. არანაირი საბუთი არ წარუდგენიათ ჩვენთვის.გვითხრეს არალეგალურად ყიდით თუთუნსო, ახვეტეს მთელი თუთუნი დახლებიდან და წაიღეს. გვითხრეს აქ ეს არ უნდა იყიდებოდესო. აჭარაში ვერ ეხებიან თუთუნზე მოვაჭრეებს და ჩვენ გურულები რა სხვა ქვეყანა ვართ.ასე დაგვტოვეს ულუკმაპუროდ.რაღაც კაპიკებს ვშოულობთ, ოჯახებს ძლივს ვარჩენთ და დავრჩით მშიერები."- გვიყვება ერთ-ერთი მოვაჭრე.

ზაზა ჭაღალიძე: „ეს ამბავი კარგად არ დამთავრდება, მოვიდნენ და წაიღეს ყველაფერი. საკუთარ ქართულ მიწაზე გლეხი, რომ თუთუნს მოიყვანს და გაყიდის მაგაზე ითხოვეს საბუთი. ჩვენ ახლა დაველოდებით რას გვეტყვიან,როგორ გადაწყვეტენ ამ ამბავს და მივმართავთ უკიდურეს ზომებს.აქციებიც იქნება თუ საჭირო გახდა.“

„მაგათ უნდათ არალეგალურად შემოტანიოლი თუთუნი რომელიც ოთხი ლარი ჯდება და შიგნით რა ესენცია აქვს და რა არის კაცმა არ იცის.  იმათი თუთუნი 100გრამი ღირს 15 ლარი, ჩვენი კი, 6ლარი. 6 შვილიშვილი მყავს და ამის გარდა სხვა შემოსავალი არ მაქვს. რა ვაჭამო აწი ბავშვებს? თუ არ მოგვაქცევენ ყურადღებას დავიწყებთ აქციებს, გადავკეტავთ გზას.“-გვიამბო მალხაზ ჭახალიძემ.

 

"ჩემი ნამუშევარი სულ წაიღეს,ჩემი ხელით მოწეული, იმას ასი გრამიც რომ აკლდეს მივაკლავ ვიღაცას, არ გაგვაფრთხილეს და წაიღეს" - გვიყვება თუთუნზე მოვაჭრე დუმბაძე.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია