შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რატომ ვერ ხერხდება ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ოზურგეთის ქუჩებისთვის დასახელებების დაწერა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 თებერვალი 2020

მდინარე ნატანებზე სათევზაოდ მიმავალი ჩემი ორი ჩემი მეზობელი ,,სრული ეკიპირებით,, ოზურგეთის მერიის წინ ავტობუსს ელოდებოდა, ამ დროს მანქანა გაჩერდა და მძღოლმა იკითხა მერიას ხომ არ მიმასწავლიო, ამათაც უთხრეს, რომ ერთი გზა ჰქონდათ და როგორც მეგზურები ისე ,,გაიჭიმნენ,, მანქანაში.

მძღოლი ეტყობა დიდ ხანს ეძებდა დანიშნულების ადგილს და ყველაფერი გარკვეულად, რომ მიიჩნია მეთევზეებს, როგორც საჭირო ხალხს ხუმრობანარევი საუბარი გაუბა - პირველად ვარ ოზურგეთშიო, აქ რაღაც საქმეზე ვარ ჩამოვედი ცოტა შემაგვიანდა და მომშივდაო, ვიკითხე სადმე კაფე ან სასადილო ხომ არისო, ვისაც ვკითხე ყველა ხელებს იქნევდა ,,აქანეა,, და ,,იქინეაო,, ვერაფერი ვერ გამაგებინეს და მთლად, რომ ამირიეს ტვინი საჭმელის ძებნას შიმშილის მოთმენა ვამჯობინეო. ამ ლაპარაკში გურიანთასაც გასცდნენ და მძღოლმა ცოტა იეჭვა სად მივდივართო იკითხა, მე ასე მითხრეს ეკლესიათან უნდა მიხვიდეო. ამათაც - კი არის იქ ეკლესიაო. საბოლაო ჯამში სოფელ მერიის სასაფლაოზე რომ ეკლესიააა იქ გააჩერებინეს მანქანა - ჩვენც მოვედით და აგერაა ბატონო მერია და ეკლესიაო. ჰოდა ისე გაქუსლა გაბრაზებულმა და მშიერმა სტუმარმა ოზურგეთიდან, რომ ,,ჩაწეული ფანჯრიდან,, მიაძახა მეთევზეებს - აღარც მაგი საბუთი მინდა და აღარც უკან მომბრუნებელი ვარო.

მოკლედ, როცა მეთევზეებმა ამ კაცის მონაყოლი გაიაზრეს, მიხვდნენ, რომ ქალაქის ტერიტორიული ერთეულის ოფისში მისვლა და რაღაც დოკუმენტის დამოწმება უნდოდა. ჰოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მისამართის ნაცვლად უთხრეს ეკლესიის გვერდითააო, აბა რომ ეთქვათ გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზეაო უფრო უარესი იქნებოდა და ვერც ვერავინ ვერ მიასწავლიდა.

რა უბედურებაა ეს და რატომ ვერ მოხერხდა ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში, რომ ოზურგეთის ქუჩებს დასახელებები დაეწეროს, ხოლო სახლებს ნომრები ვერაფრით ვერ გავიგე, ოზურგეთში სამოცამდე ქუჩაა, აქედან დანომრილი და დასახელების მითითებით კი ერთეულებია. ვერავის ვერ ვვაგებინებ სად ვცხოვრობ ან სად ვმუშაობ, ან სადაა მერია და სასამართლო. ტყეშიც კი არის დღეს აღნიშნვნები ,,ღრუიანი წიფელი,, ან კიდევ ,,დევის ქვა,, და ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე დასახელის დაწერა 15 სახლის დანომვრა რა გახდა ვერ გავიგე. კაი ბატონო სახანძრო მანქანის მძღოლი მარტივად მიხვდება სად უნდა გაჩერდეს, მარა სასწრაფო დახმარების მანქანამ რა ქნას, დარბის სირენა ჩართული მთელ ქუჩაზე ეგება ვინმემ გამაგებინოს ავადმყოფი სად ცხოვრობსო.

ალბად ამ ქალაქში ამაზე დიდი პრობლემებიც არის, მაგრამ ეს ყველაფერი მისი გადაწყვეტის სიმარტივიდან და აუცილებლობიდან გამომდინარე აქამდე რომ ვერ მოგვარდა ესაა გასაკვირი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია