კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 თებერვალი 2020

თელავში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

შემთხვევა გვიან ღამით თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი მანქანა სატვირთოს შეეჯახა.

ადგილზე დაიღუპა ორი ახალგაზრდა მამაკაცი, ერთი დაშავებული კი, თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ექიმის ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია