ოპოზიცია 4 აპრილს დაგეგმილი მასშტაბური აქციისთვის ემზადება.
"ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები რუსთაველის მეტროსთან საინფორმაციო აქცია-პერფორმანსს მართავენ და მოქალაქეებს ფლაერებს ურიგებენ.
„ნუ დაემსგავსები ბრეჟნევს, იყავი თავისუფალი“ - ეს არის აქტივისტების მთავარი სლოგანი. ისინი აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა საბჭოთა კავშირად აქცია, ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ აქციას შეუერთდნენ.
„ნუ დაემსგავსები ბრეჟნევს, იყავი თავისუფალი - დღეს საქართველოში ჩვენ ვიცით, რაც ხდება - ბიძინა ივანიშვილმა საქართველო დაამსგავსა საბჭოთა ხელისუფლებას. სასამართლომ უვადოდ დაგვინიშნა თადუმაძე, რომელსაც არანაირი განათლება არ აქვს, ბიძინა ივანიშვილმა სასამართლო დაამსგავსა ჩეკას. ვისაც ჰგონია რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს აკეთებს, გამობრძანდეს 4 აპრილს 4 საათზე ამ ყველაფრის გასაპროტესტებლად“, - განაცხადა ცოტნე ვადაჭკორიამ.
ოპოზიცია 4 აპრილს 4 საათზე ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს. სწორედ ამ აქციაზე წარადგენს იმ გეგმას, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.