შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პატრიარქი:42 წელია მე ვარ სამიზნედ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 თებერვალი 2020
პატრიარქი:42 წელია მე ვარ სამიზნედ მთავარი → სიახლე, საზოგადოება 22.02.2020 საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ილია მეორე აცხადებს, რომ ათეული წელია სამიზნეა, თუმცა ვისი, არ აკონკრეტებს. ამის შესახებ, მან საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. „ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია მე ვარ სამიზნედ“, - ამის შესახებ მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოს მიქაელისა და ამ ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა.სტუმრებმა პატრიარქს მთაში მცხოვრებთა სახელით თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ მისი ლოცვა-კურთხევით გაერთიანებულ სათემო და საგვარეულო კავშირებს დიდი წვლილი შეაქვთ ძველი ეკლესია-მონასტრების აღდგენასა და სულიერების აღორძინებაში."ღმერთი გვიცავს, ღმერთი გვაძლევს მადლს და ძალას, რომ გავუძლოთ. მე მადლობელი ვარ, რასაც თქვენ აკეთებთ მთაში. მთა ძლიერია, მთა ბევრს არ ლაპარაკობს, მაგრამ ბევრს აკეთებს. ძალა მოგცეთ მამაზეციერმა”, - აღნიშნა პატრიარქმა.საპატრიარქოსინფორმაციით, სასულიერო პირებთან ერთად, შეხვედრაზე მივიდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი, თამაზ მეჭიაური, მწერლები ბესიკ ხარანაული და ტარიელ ხარხელაური.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია