კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ადმინისტრაციის შენობებზე დროშები დაუშვეს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 თებერვალი 2020
დღეს საქართველოს ოკუპაციის დღეა 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო.

ბოლშევიკების მე-11 არმია თბილისში 99 წლის წინ შევიდა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა. მე-11 არმიას იუნკერებმა დიდი წინააგმდეგობა გაუწიეს. მათ ერთხანს კიდეც უკუაგდეს მტერი. თუმცა განახლებული შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. თავისუფლებისათვის ბრძოლას კოჯორსა და ტაბახმელის მისადგომებთან არაერთი იუნკერი შეეწირა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. დაღუპულთა პატივსაცემად, ამ დღეს სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციულ შენობებზე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია