შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მალე მოვა 2020 და დაგაკვირდებით, თუ როგორ მიიღებთ ქარის საპასუხოდ ქარიშხალს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 დეკემბერი 2018

პარლამენტის დეპუტატი, პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ოთო კახიძე სოციალურ ქსელში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნაზე, ხელისუფლების რეაქციას აფასებს: 

"ვირეშმაკა და გლუვტვინა ქოცებმა არ იციან ფიზიკა.

ენერგია უკვალოდ არ ქრება.

სიძულვილსა და ზიზღს, რომელსაც ისინი თესავენ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების მიმართ, აუცილებლად მოიმკიან უკან, ერთი ათასად.

“გასანადგურებელთა” რიცხვი ორი წლის წინ იყო 500.000, ახლა უკვე არის 800.000, ორ წელიწადში გახდება მილიონზე მეტი და მერე მთელი ეს დაგროვილი ბრაზი, წყენა, დამცირება, ფეხქვეშ გათელვა - თავს დაატყდებათ.

ისედაც გაწელილი ზამბარა, მოშვების ნაცვლად, ბოლომდე გაწელეს. დათესილ სიძულვილს, ამოძირკვის ნაცვლად, სასუქი მიაყარეს და ამრავლეს. არა ძალადობასო და ხალხზე იძალადეს, დეკლარირებულ მოძალადეებთან და კრიმინალებთან ღია ალიანსი გააფორმეს. და თან უხარიათ.

მალე მოვა 2020 და მე ინტერესით დაგაკვირდებით, თუ როგორ მიიღებთ ქარის საპასუხოდ ქარიშხალს.

წინასწარ გეუბნებით, რომ თქვენ ეს დაიმსახურეთ"-წერს კახიძე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია