გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გიორგი გახარია Washington Times-ში წერილს აქვეყნებს და საქართველოს NATO-ში გაწევრებას ითხოვს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 თებერვალი 2020

გიორგი გახარიამ გამოცემაში Washington Times წერილი გამოაქვეყნა. მასში პრემიემრინისტრი საქართველოს ჩრდილო-ატანტიკურ ალიანსში გაწევრების მნიშვნელობაზე საუბრობს.

 

სტატიაში, სათაურით "საქართველო იმსახურებს ნატოს წევრობას - ქვეყანას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისთვის", გიორგი გახარია წერს, რომ მეტი საქართველო ნატოში და მეტი ნატო საქართველოში გააძლიერებს შავი ზღვის და დასავლეთის უსაფრთხოებას, ასევე საქართველოს დემოკრატიას და მზარდ ეკონომიკას.

გახარია წერს, რომ საქართველო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს სხვა წევრებთან, რათა განამტკიცოს შავი ზღვის უსაფრთხოება, რაც ბოლო წლებში გულისხმობდა ნატოს ოპერაციებისთვის კარგად გაწვრთნილი მებრძოლების მომზადებას და ნატოსა და აშშ-ის თავდაცვითი მოქმედებების გაფართოებას, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკის განთავსებას და ხშირი ერთობლივი სამხედრო წვრთნების ორგანიზებას.

ქართულმა ოცნებამ მიმდინარე თვეში ამერიკული ლობისტური კომპანიები დაიქირავა და ამაში 1 მილიონ აშშ დოლარზე მეტს იხდის.

კონტრაქტი, რომელიც 30 იანვარს კომპანია Hogan Lovells-სთან გაფორმდა და ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, მმართველი გუნდი 900 000$-ს გადაიხდის. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კომპანია ქართულ ოცნებას ადვოკატირებას გაუწევს აშშ-ის სახელმწიფო თანამდებობის პირებთან და გაუწევს კონსულტაციებს სტრატეგიის შემუშავებაში. მომსახურების ყოველთვიური საფასური 75 ათას დოლარს შეადგენს, ხოლო ხანგრძლივობა - 2021 წლის იანვრამდეა განსაზღვრული.

კიდევ ერთ ლობისტურ კომპანიასთან, კომპანია DCI Group-თან ხელშეკრულება 12 თებერვალს გაფორმდა.

კონტრაქტის მიხედვით, ლობისტურმა კომპანიამ "ხელი უნდა შეუწყოს ქართული ოცნების დემოკრატიის პრაგმატულ პარტნიორად პოზიციონირებას. წარმოაჩინოს ქართული ოცნება მშვიდობის, სტაბილურობის და დასავლური ლიბერალურ-დემოკრატიული იდეალების პირუთვნელ მიმდევარად, განსაკუთრებით საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობებში". ლობისტური მომსახურებისთვის მმართველი პარტია ყოველთვიურად 33,333 დოლარს გადაიხდის. ხელშეკრულების დასრულების ვადად 2020 წლის 31 ოქტომბერი განისაზღვრა, ამგვარად ოცნება მომსახურებაში 299,997 დოლარს გადაიხდის.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია