სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ამირან გამყრელიძე: საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 თებერვალი 2020
ამირან გამყრელიძე: საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია მთავარი → სიახლე, საზოგადოება 26.02.2020 დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანა პანდემიური მზადყოფნის გაძლიერებულ რეჟიმზე გადადის. მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდება მთავრობის ახალი განკარგულება, რომელშიც განხილული იქნება სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში შემოსულ ადამიანებზე შესაბამისი გაძლიერებული მეთვალყურეობის დაწესება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის 24 თებერვლის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 618-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია, 79 360 ადამიანი.ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. [sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია