გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კორონავირუსის დაფიქსირების გამო გორელი ოპოზიციონერი მთავრობის გადადგომას ითხოვს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 თებერვალი 2020

საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების გამო, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ოპოზიციის წარმომადგენელი რევაზ კახნიაშვილი მთავრობის გადადგომას ითხოვს. 

მისი თქმით, მთავრობის ეფექტური მუშაობის პირობებში, ქვეყანაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ უნდა დაფიქსირებულიყო.

,,დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს მთავრობა! ზღაპრები მოყევით სახლში, ძილის წინ. თქვენ არაფრის შემჩერებლები არ ხართ! თქვენ არასდროს გიზრუნიათ ხალხზე და აქედანვე გეტყობათ, რომ არც ახლა აპირებთ რამეს" - აცხადებს რევაზ კახნიაშვილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია