შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"რამხელა მნიშვნელობა აქვს ახლა ლუგარის ცენტრს და ეს მთავრობა მე მასამართლებს ლუგარის მოპატიჟებისათვის"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 თებერვალი 2020

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კორონავირუსის პანიკიას ეხმაურება და სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, აუცილებლად უნდა დაიკეტოს სკოლები და უნივერსიტეები.

"საზღვრის დახურვა ხელისუფლებამ დაიგვიანა მინიმუმ ერთი კვირით, რაც ახლა ხდება და ხალხი პანიკასია და ყიდულობს პროდუქტს, ასეთი მდგომარეობა 2008 წლის ომის დროს არ იყო,მაშინ ჩვენ გვენდობოდა ხალხი, ამათ კი არ ენდობა და არის პანიკა. ჩემი აზრით უნდა დაიკეტოს სკოლები, უნივერსიტეტები,გაუქმდეს საჯარო დიდი ღონისძიებები. ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება მიიღოს ხალხისთვის მნიშვნელოვანი ზომები. აი რა მნიშვნელობა ქონდა ჩვენს მიერ გაკეთებულ ლუგარის ცენტრს და ეს მთავრობა მე მასამართლებს იმისთვის რომ თავად ლუგარი მოვიპატიჟე საქართველოში და გავუმასპინძლდი. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია