გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აშშ–ს თურქული სამხედრო ბაზის საქართველოში გადმოტანას სთავაზობენ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 თებერვალი 2020

ვაშინგტონსა და ანკარას შორის წინააღმდეგობების ზრდის ფონზე აშშ–ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას თურქეთში მდებარე ინჯირლიკის ბაზის საქართველოში, კერძოდ ვაზიანში გადმოტანას სთავაზობენ.

ეს იდეა საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ევრაზიის პროგრამის მეცნიერ თანამშრომელმა, მირო ფოფხაძემ გამოცემა Washington Examiner–თან საუბრისას გამოთქვა. მისი აზრით, ამერიკული ძალების გადაჯგუფება რუსული საგარეო პოლიტიკის გეგმებისადმი წინააღმდეგობას და ამავე დროს ახლო აღმოსავლეთში ირანის ამბიციების შეკავებას შეუწყობს ხელს.
იმის გამო, რომ ვაშინგტონისა და ანკარას სტრატეგიული ინტერესები ბოლო წლებში ერთმანეთს ხშირად აღარ ემთხვევა, თურქეთში ინჯირლიკის სამხედრო ბაზის გამოყენება არაერთხელ გახდა დისკუსიების საგანი. თუმცა, როგორც “ეხო კავკაზა“–ს წერს, ექსპერტები ამ პრობლემის მოგვარების გზად ინჯირლიკის ბაზის პერედისლოცირებაში ხედავენ.

ფოფხაძის აზრით, საქართველოს შეუძლია აშშ–ს სამხედრო ავიაბაზის პოტენციური მშენებლობის ადგილად ვაზიანი შესთავაზოს, რაც მეზობელ რეგიონებში რუსეთის და ირანის გავლენას შეაკავებს. ფოფხაძე თვლის, რომ ამერიკას უნდა შეეძლოს ფიზიკურად გაზარდოს ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული ძალები და მწვავე აუცილებლობის შემთხვევაში საკუთარი კონტიგენტი განალაგოს.
ადგილმდებარეობისა და არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, საქართველოს შეუძლია უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ახლო აღმოსავლეთში ირანის გავლენის შეზღუდვისთვის ამერიკული ძალისხმევაში და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის საფრთხის შეკავებაში– ამბობს ექსპერტი.

ეს იდეა ახალი არ არის. Heritage Foundation–ის ანალიტიკოსი, ლუკ კოფი სირიაში და ერაყში კონტიგენტის შემცირების გეგმების ფონზე გამოვიდა ინიციატივით აშშ–ს შეიარაღებული ძალები ახალქალაქში განთავსდეს.

წყარო: ეხო კავკაზა

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია