სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘პაციენტები თავს კარგად გრძნობენ’ – აბასთუმნის ფილტვის ცენტრის ექიმი

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 თებერვალი 2020
‘პაციენტები თავს კარგად გრძნობენ’ – აბასთუმნის ფილტვის ცენტრის ექიმი მთავარი → სიახლე, საზოგადოება 27.02.2020 აბასთუმნის ფილტვის ცენტრის ექიმი–პულმონოლოგი თამაზ ჯიჯეიშვილი აცხადებს, რომ დაწესებულებაში, კორონავირუსზე დაკვირვებისთვის შეყვანილ პეციენტებს ვირუსის ნიშნები არ აქვთ, ისინი თავს კარგად გრძნობენ და ბოქსირებულ პალატებში იმყოფებიან. „გვიან ღამით და ადრე დილით შემოვიდნენ, ძალიან დაღლილები არიან. ახლა ისვენებენ. ისაუზმეს და ბოქსირებულ პალატებში იმყოფებიან, არცერთ მათგანს ტემპერატურა არ აქვს და არც რაიმე ჩივილი, ხველაც არ ჰქონიათ. მათ გარდა დაწესებულებაში სხვა პაციენტები არ იმყოფებიან. თავისუფალია მთელი კორპუსი“, – ამბობს აბასთუმნის ფილტვის ცენტრის ექიმი – პულმონოლოგი თამაზ ჯიჯეიშვილი.დაკვირვების ქვეშ მყოფი პაციენტები აბასთუმანში ვირუსის საინკუპაციო პერიოდის განმავლობში, 14 დღით დარჩებიან. ისინი ცალკ-ცალკე პალატებში გაანაწილეს. მათ შორის არიან ოჯახის წევრებიც: ცოლ-ქმარი და დედა-შვილი, რომლებიც ერთ პალატაში არიან განთავსებული.საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ, 26 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსი 50 წლამდე კაცს დაუდგინდა, რომელიც ერთი კვირის განმალობაში ირანში მოგზაურობდა. იგი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. დაავადებათა კონტროლოს ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პაციენტი თავს კარგად გრძნობს.[მარიამ ბარძიმაძე, ადიგენი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია