სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ირანთან და იტალიასთან საქართველომ სატვირთო გადაზიდვები შეაჩერა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 თებერვალი 2020
ირანთან და იტალიასთან საქართველომ სატვირთო გადაზიდვები შეაჩერა მთავარი → სიახლე, საზოგადოება 28.02.2020 კორონავირუსის საფრთხის გამო, ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ, დღეიდან, 28 თებერვლიდან ირანთან და იტალიასთან საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის გაცემა შეაჩერა. "ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის გაცემა და გაცემული ნებართვის მოქმედება ირანის ისლამურს რესპუბლიკასთან და იტალიასთან", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ასევე, 27 თებერვლიდან ორი კვირის განმავლობში საკვალიფიკაციო ცენტრში მიმდინარე და დაგეგმილი სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია