შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 თებერვალი 2020
ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს მთავარი → სიახლე, შემთხვევა 28.02.2020 წყაროს ინფორმაციით, ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი სავარაუდოდ ქრთამის აღების ფაქტზე დღეს, 28 თებერვალს დააკავეს. მათთან ერთად დაკავებულია ერთი ბიზნესმენიც. ბორჯომის მერიასთან პოლიციაა მობილზებული. "სამხრეთის კარიბჭე" ფაქტის დადასტურებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ელოდება.წყაროს ინფორმაციით დაკავებულები, უკვე გადაიყვანეს თბილისში, საქმე სავარაუდოდ მიწების საკითხს ეხება.ლიპარტია ხაშურში, გოგიჩაიშვილი და ადგილობრივი ბიზნესმენი გ.უ ბორჯომში აიყვანეს.მერი და საკრებულოს თავმჯდომარე მთელი დღის განმავლობაში სამსხურში იმყოფებოდნენ. სავარაუდოდ ისინი სამუშაო საათების დასრულების შემდეგ დააკავეს.ადგილზე იმყოფება "სამხრეთის კარიბჭე" თვალი ადევნეთ ვებგვერდს.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია