შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შეწყდება თუ არა სწავლა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 მარტი 2020
შეწყდება თუ არა სწავლა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში მთავარი → სიახლე, განათლება 01.03.2020 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ხვალ, ორ მარტს მიიღებს გადწვეტილებას გაგრძელდება თუ არა სასწავლო პროცესი. რექტორის მოადგილე ნიკო ახალკაცი ამბობს, რომ უნივერსიტეტში თათბირი 11:00 საათზე ჩატარდება.„თუ გადაწყდება, რომ სასწავლო პროცესს ვაჩერებთ, შემდეგ როგორც ყველა დაწესებულებაში სადეზინფექციო სამუშაოებს დავიწყებთ", – ამბობს ნიკო ახალკაცი.კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი ორი კვირით, 2–დან 16 მარტამდე შეწყდა. დღეს, პირველ მარტს კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ, გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.პირველი მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ სამივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მათი ჯანმრთელობა პოზიტიურად პროგრესირებადია და ისინი მკურნალობას განაგრძობენ.რა სიმპტომები აქვს კორონავირუსს და როგორ ავიცილოთ თავდან ინფიცირება – წაიკითხეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია