სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კორონავირუსის გამო სასტუმროები მთავრობას ბანკებთან შუამდგომლობას სთხოვენ

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 მარტი 2020
სასტუმროები მთავრობას კორონავირუსის გამო შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად, ბანკებთან შუამდგომლობისა და გადასახადების გადავადების თხოვნით მიმართავენ. როგორც ჟურნალისტებს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა ჰოტელიერებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, სასტუმროს წარმომადგენლები წერილით მიმართავენ საქართველოს მთავრობას, ასევე შეხვედრას გეგმავს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან.

"დღევანდელ შეხვედრას 50-მდე სასტუმროს წარმომადგენელი ესწრებოდა. რეალურად საკმაოდ მძიმე სიტუაცია გვაქვს. სასტუმროების მენეჯერებისთვისაა ეს ფსიქოლოგიური დარტყმა, როგორ უთხრან თანამშრომლებს, რომ მარტში ხელფასებს ვერ გადაუხდიან. ასევე, რა ვქნათ- გავაგრძელოთ საქმიანობა თუ შევწყვიტოთ ბიზნესი.გადავწყვიტეთ, რომ შევადგენთ წერილს და ვთხოვთ მთავრობას, რომ გადასახადები გადავადდეს და გადაგვინაწილონ მას შემდეგ, რაც ქვეყანა კრიზისიდან გამოვა. აუცილებლად შევხვდებით ნათია თურნავას და ჩვენს წინადადებებს მივაწვდით. ტურისტულ სექტორში 100 000 ადამიანზე მეტია დასაქმებული და ამ სიტუაციიდან უნდა ვიპოვოთ გამოსავალი"-აცხადებს ალავერდაშვილი.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია